ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

ლივერპულის ფეხბურთელმა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა მეტოქეებზე ისაუბრა და მის კარიერაში ყველაზე რთული მოწინააღმდეგე დაასახელა.
"ედენ აზარი ყველაზე რთული მეტოქეა ვის წინააღმდეგაც მითამაშია — მისი სიჩქარე, მოძრაობა და ინტელექტი როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ საოცარი იყო" — აღნიშნა ინგლისელმა.
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი სეზონის ბოლოს ლივერპულის დასატოვებლად ემზადება — მას კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და დიდი ალბათობით, კარიერას თავისუფალი აგენტის სტატუსით რეალში გააგრძელებს.