ავტორიზაცია

ნაპოლი დათმობაზე წავიდა — კვარაცხელია ახალ კონტრაქტს გააფორმებს

ნაპოლი დათმობაზე წავიდა — კვარაცხელია ახალ კონტრაქტს გააფორმებს
თარიღი 20 Dec 2024, 16:49
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოლი და ხვიჩა კვარაცხელია ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არიან.

tuttomercato-ს ცნობით, ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობა გარკვეულ დათმობებზე წავიდა და ქართველი შემტევის პირობებს დათანხმდა. ახალი კონტრაქტი 2029 წლამდე გაფორმდება, ხვიჩა კვარაცხელიას ანაზღაურება 1,5 მილიონი ევროდან 6 მილიონამდე გაიზრდება და რაც მთავარია ხელშეკრულებაში 80 მილიონიანი გამოსასყიდი თანხა ჩაიწერება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ღირსებას 2022 წლიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება. მან ნეაპოლური კლუბს მაისურით 105 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 30 გოლი გაიტანა და 29 ასისტი გაიფორმა.