ბუდუ ზივზივაძე ტურის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის იბრძვის
ბუნდესლიგა 2-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა მე-17 ტური შეაჯამა და 6 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძოლებენ.
სიაში ბუდუ ზივზივაძეც მოხვდა — კარლსრუეს ქართველმა შემტევმა პადერბორნის წინააღმდეგ გოლი და ასისტი გაიფორმა და გუნდის გამარჯვებაში მთავარი როლი შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ 30 წლის ქართველი შემტევი მე-16 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და შანსი აქვს ზედიზედ მეორედ მოიპოვოს აღნიშნული ტიტული. ხმის მიცემა ბუნდესლიგა 2-ის ოფიციალურ საიტზე არის შესაძლებელი.
ხმის მისაცემად გადადი ლინკზე >>> https://www.liga2-online.de/jetzt-voten-der-spieler-des-17-spieltages-10/