ავტორიზაცია

მესამე შეთავაზება მიქაუტაძის სანაცვლოდ — გალათასარაი არ ნებდება

მესამე შეთავაზება მიქაუტაძის სანაცვლოდ — გალათასარაი არ ნებდება
თარიღი 07 Jan 2025, 11:21
ბოლო რამდენიმე კვირაა გალათასარაი ლიონის შემტევის, გიორგი მიქაუტაძის დამატებას ცდილობს და მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს.

ლიონმა თურქული კლუბის ორი შეთავაზება (18 და 21 მილიონი ევრო) უკვე დაბლოკა და 24 წლის ქართველის ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი განაცხადა.

თურქული მედიის ცნობით, გალათასარაი არ ნებდება და ლიონს მესამე შეთავაზება ოფიციალურად გაუგზავნა — 25 მილიონი ევრო (3 მილიონი ბონუსების ჩათვლით) გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ. ფრანგული კლუბი წინადადებას განიხილავს და გადაწყვეტილება უახლოეს საათებში მიიღებს.