სერჟიო კონსეისაუმ რეკორდი დაამყარა და მილანის ისტორიაში შევიდა

იტალიის სუპერ თასის ფინალში დერბი დელა მადონინა შედგა, მილანმა 2 ბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, ინტერი 3-2 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.
მილანის მთავარი მწვრთნელი, სერჟიო კონსეისაუ კლუბის ისტორიაში შევიდა — 50 წლის პორტუგალიელ სპეციალისტს როსონერიში თასის მოსაგებად ყველაზე ნაკლები თამაშის ჩატარება დასჭირდა. ის მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად 8 დღის წინ დაინიშნა და ორ მატჩში მოახერხა პირველი ტიტულის მოგება.
სერჟიო კონსეისაუმდე აღნიშნული რეკორდი ვინჩენცო მონტელას ეკუთვნოდა, რომელმაც 2016 წელს იტალიის სუპერ თასი მთავარ მწვრთნელად დანიშვნიდან მე-18 მატჩში მოიგო.