მილანის გარემარბი შესაძლოა ასტონ ვილაში გადავიდეს
"მილანის" გარემარბი სამუელ ჩუკვუეზე შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გადავიდეს.
Calciomercato.it-ის ცნობით, ჩუკვუეზეს მიმართ ინტერესს "ასტონ ვილა" იჩენს.
აღსანიშნავია, რომ იტალიური კლუბი მზადაა ნიგერიელ ფეხბურთელი გაუშვას, გამოიმუშაოს ფული სხვა ტრანსფერებისთვის.
25 წლის გარემარბმა მიმდინარე სეზონში "მილანის" მაისურით ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჩუკვუეზეს ამჟამინდელი ხელშეკრულება "მილანთან" 2028 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.