რაშფორდისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი იტალიური კლუბი ჩაერთო
მანჩესტერ "იუნაიტედის" თავდამსხმელის მარკუს რაშფორდისთვის ბრძოლას კიდევ ერთი იტალიური კლუბი შეუერთდა.
ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, "კომოს" ინგლისელის დამატება სურს.
აღსანიშნავია, რომ იტალიური კლუბი მზადაა რაშფორდს მთელი ხელფასი გადაუხადოს, რაც მათ
შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის.