პსჟ-ს კვარაცხელიას გარიგებაში თავისი ფეხბურთელის ჩართვა სურდა - ნაპოლიმ უარი თქვა

იტალიური "ნაპოლი" არ არის დაინტერესებული ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში "პსჟ"-ს ფეხბურთელში ჩაერთოს.
სატრანსფერო თანხის შესამცირებლად პარიზელებს სურდათ გარიგებაში ცენტრალური მცველი მილან სკრინიარის ჩართვა, მაგრამ ნეაპოლელებმა ეს ვარიანტი უარყვეს, ამის შესახებ ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება.
იტალიური კლუბის მოთხოვნა უცვლელი რჩება - 80 მილიონი ევრო ტრანსფერში მოთამაშეების ჩართვის გარეშე.