𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-სთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში შესაძლოა კლუბი შეიცვლოს.
როგორც ავტორიტეტული ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში იუწყება, 23 წლის ქართველმა შემტევმა "პსჟ"-სთან კონტრაქტის ყველა პირობა შეათანხმა.
შრომითი ხელშეკრულება ხუთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში. კვარაცხელია პარიზში ოთხჯერ მეტს გამოიმუშავებს ვიდრე ნეაპოლში.
"პსჟ"-ს ამჟამინდელი მიზანი "ნაპოლისთან" შეთანხმების მიღწევაა. კლუბებს შორის შემდეგი შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართება.