VIDEO: "მადლობა ნაპოლი" — კვარაცხელიამ ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა და ნაპოლის დაემშვიდობა.
"მადლობა ნაპოლი" — ამ სათაურით გამოაქვეყნა კვარამ ვიდეო, სადაც ნეაპოლური კლუბის გულშემატკივარს მიმართა, მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა.
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალია უკვე დატოვა და ახლა უკვე საფრანგეთშია, სადაც ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და პსჟ-ს ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.