"ოცნება ამიხდა" — ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი პსჟ-ში ტრანსფერის შემდეგ

პარი სენ-ჟერმენში ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი კომენტარი გააკეთა.
"აქ ყოფნა ჩემი ოცნება იყო. პარი სენ-ჟერმენზე ბევრი კარგი რამ მსმენია. ამაყი ვარ, რომ ამ დიდებულ კლუბს შემოვუერთდი. ახალი მაისურის ტარებას მოუთმენლად ველი," - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც პსჟ-ის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია.
პარიზულმა კლუბმა ნაპოლის კვარას ტრანსფერისთვის ₾70 მილიონი (პლუს ბონუსები) გადაუხადა და ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ხვიჩა პსჟ-ში 7-ნომრიან მაისურს მოირგებს.
ტრანსფერის დეტალები იხილეთ აქ.