ნაპოლიმ გარნაჩოს თაობაზე გაუმჯობესებული შეთავაზება გააკეთა

მას შემდეგ რაც "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდა, სერია A-ს კლუბი ქართველის შემცვლელს ეძებს.
ამ ეტაპზე ნეაპოლური გუნდი მთავარ კანდიდატად მანჩესტერ "იუნაიტედის" გარემარბს ალეხანდრო გარნაჩოს განიხილავს.
20 წლის არგენტინელის ტრანსფერზე მოლაპარაკების პროცესი ადვილი არ არის. Tuttosport-ის ცნობით, "ნაპოლიმ" მანჩესტერ "იუნაიტედს" გარნაჩოს სანაცვლოდ გაუმჯობესებული შეთავაზება გაუკეთა.
სერია A-ს კლუბი ინგლისურ გრანდს ფეხბურთელის ტრანსფერში 55 მილიონ ევროს სთავაზობს.
2024/2025 წლების სეზონში ალეხანდრო გარნაჩომ მანჩესტერ "იუნაიტედში" 31 მატჩი ჩაატარა, რომელშიც რვა გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.