აბსოლუტური რეკორდი — მერაბ დვალიშვილი UFC-ის ისტორიაში შევიდა

UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი წარმატებით დაიცვა.
აღნიშნულ ბრძოლაში ქართველი მებრძოლი UFC-ის ისტორიაში შევიდა — მერაბ დვალიშვილს უკვე 91 წარმატებული თეიქდაუნი აქვს აქტივში, რაც ყველა დროის რეკორდია.
მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-12 ორთაბრძოლა მოიგო, რითაც ალექსანდრ ვოლკანოვსკის და ტონი ფერგიუსონის შედეგი გაიმეორა. ყველაზე მეტი ზედიზედ მოგებული ორთაბრძოლა (16) კი ანდერსონ სილვას ანგარიშზეა, რომელმაც კარიერა 2013 წელს დაასრულა.