ცნობილია თანხა, რომელიც დვალიშვილმა ნურმაგომედოვის დამარცხებით გამოიმუშავა
UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა.
აღნიშნული გამარჯვებით ქართველმა მებრძოლმა 550 ათასი დოლარი გამოიმუშავა — 500 ათასი გარანტირებული, ხოლო 50 ათასი ივენთის საუკეთესო ბრძოლის ბონუსი.
დღეს მერაბ დვალიშვილმა ზედიზედ მე-12 ორთაბრძოლა მოიგო და UFC-ის ისტორიაშიც შევიდა, როგორც ყველაზე მეტი წარმატებული თეიქდაუნის ავტორი.