ანტონი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
მანჩესტერ "იუნაიტედის" ბრაზილიელი გარემარბი ენტონი ინგლისურ გრანდს ტოვებს.
როგორც ცნობილი ჟურნალისტი მატეო მორეტო სოციალურ ქსელში იუწყება, "რეალ ბეტისმა" 24 წლის ბრაზილიელის იჯარაზე "წითელ ეშმაკებთან" შეთანხმებას მიაღწია.
ეს იქნება იჯარა 2024/2025 წლების სეზონის ბოლომდრ, ყიდვის შესაძლებლობის გარეშე.
ანტონომ მანჩესტერ "იუნაიტედის" შემადგენლობაში 95 მატჩში ჩაატარა, რომელშიც 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.