ნაპოლი კვარაცხელიას შემცვლელის დამატებასთან ახლოს არის

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელის გაფორმებასთან ახლოს არის.
CorSport-ის ცნობით, ნეაპოლური კლუბის მთავარი სამიზნე ალეხანდრო გარნაჩოა — ფეხბურთელს კონტე პირადად ესაუბრა და ტრანსფერზე დაითანხმა.
ახლა ყველაფერი მანჩესტერ იუნაიტედის და ნაპოლის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. მხარეები სატრანსფერო თანხაზე უნდა შეთანხმდნენ, რაც დაახლოებით 40-45 მილიონი ევროა — ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ მაღალია.