არნე სლოტი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის მე-7 ტურში, ლივერპულმა ენფილდზე ლილი მიიღო და 2-1 გაიმარჯვა.
აღნიშნულ მატჩი სარეკორდო გამოდგა ლივერპულის ნიდერლანდელი თავკაცისთვის — არნე სლოტი ჰანსი ფლიკის შემდეგ მეორე სპეციალისტია, რომელმაც ერთ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის საწყისი 7 მატჩი მოიგო.
ლივერპულს 7 მატჩის შემდეგ 21 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილს უდანაკარგოდ ლიდერობს და 1/8 ფინალური ეტაპის საგზური განაღდებული აქვს.