ხვიჩა კვარაცხელია მანჩესტერ სიტისა და შტუტგარტის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე, პარი სენ-ჟერმენი პარკ დე პრენსზე მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება. ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პსჟ-ს მერვედფინალში გასვლის საკითხი ბუნდოვანია.
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში, პარიზელთა ახალწვეული, ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებს, რადგან კლუბებს ლიგის ფაზაში მხოლოდ იმ ფეხბურთელების გამოყენება შეუძლიათ, რომელთა სიაც UEFA-ს 3 სექტემბერს წარუდგინეს.
შესაბამისად, ხვიჩა ვერც 29 იანვარს ითამაშებს (შტუტგარტის წინააღმდეგ), მაგრამ, თუ პარი სენ-ჟერმენი ფლეიოფში გავა, 1/8-ფინალიდან გუნდის დახმარება შეეძლება.