ჩემპიონთა ლიგა | სიტი პარიზში დამარცხდა — პარი სენ-ჟერმენის შესანიშნავი ქამბექი
დღეს ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტური დასრულდა. მეორე სათამაშო დღეს 9 მატჩი ვიხილეთ, ტურის ცენტრალური შეხვედრა კი პარკ დე პრენსზე გაიმართა.
პარიზში პარი სენ-ჟერმენმა მანჩესტერ სიტის უმასპინძლა და საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მაგრამ მეორე ნახევარში ბრწყინვალე ფეხბურთი გაჩაღდა — ჯეკ გრილიშისა (50') და ერლინგ ჰოლანდის (53') მიერ 3-წუთიან ინტერვალში გატანილი გოლებით პეპ გვარდიოლას გუნდი წინ სოლიდური ანგარიშით გავიდა, თუმცა მაინც წააგო.
ჩამორჩენის შემდეგ, ლუის ენრიკეს შეგირდები გამოცოცხლდნენ — უსმან დემბელემ (56') ერთი ბურთი მალევე გაქვითა, 4 წუთში ბრედლი ბარკოლამ (60') ანგარიში გაათანაბრა, 78-ე წუთზე კი ჟოაუ ნევეშმა თავური დარტყმით ედერსონ მორაესის კარი აიღო და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. 96-ე წუთზე გონსალუ რამუშმაც შეაგდო და პარი სენ-ჟერმენმა 4-2 იმარჯვა.
ამ მოგების შემდეგ, პსჟ-ს 10 ქულა დაუგროვდა და 22-ე ადგილზეა, მანჩესტერ სიტის კი 8 ქულა აქვს და ფლეიოფის ზონის მიღმაა (25-ე პოზიციაზე).
პარიზული კლუბი მომდევნო ტურში შტუტგარტს შეხვდება, სიტი კი - ბრიუგეს. ორივე მატჩი 29 იანვარსაა ჩანიშნული.
სხვა მატჩების შედეგები
ლაიფციგი 2-1 სპორტინგი
შახტარი 2-0 ბრესტი
მილანი 1-0 ჟირონა
არსენალი 3-0 დინამო ზაგრები
სელტიკი 1-0 იანგ ბოიზი
ფეინოორდი 3-0 ბაიერნი
რეალ მადრიდი 5-1 ზალცბურგი
სპარტა პრაღა 0-1 ინტერი