დორტმუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
სულ ცოტა ხნის წინ, ნური შაჰინმა დორტმუნდი დატოვა, თურქმა სპეციალისტმა გერმანულ გუნდში საერთოდ ვერ გაამართლა და არის გასაკვირი, რომ "ყვითლების" მესვეურებმა ის დაითხოვეს.
გერმანული გუნდის სურვილი, ერიკ ტენ ჰაგის დანიშვნა იყო, მაგრამ ნიდერლანდელმა სეზონის ბოლომდე დასვენება არჩია, ასევე განიხილებოდა როჯერ შმიდტის ვარიანტიც მაგრამ ისიც უშედეგოდ დასრულდა.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ "ყვითლებს" ნიკო კოვაჩი ჩაიბარებს, ხორვატი სპეციალისტი კლუბთან 6 თვიან ხელშეკრულებას გააფორმებს. კოვაჩი ბოლოს ვოლვსბურგში მუშაობდა საიდანაც 2024 წელს დაითხოვეს.

ამ წუთისთვის, დორტმუნდის ცხრილის მეათე პოზიციაზე იმყოფება და მეოთხეზე მყოფი შტუდგარტს, 7 ქულით ჩამორჩება. ნიკო კოვაჩის დებიუტი ვერდერის წინააღმდეგ შედგება.