იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო — ნეიმარი სანტოსის ფეხბურთელია
აწ უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ ნეიმარი სამშობლოში ბრუნდება — ტრანსფერს ბრაზილიური კლუბის პრეზიდენტი, მარსელო ტეიშეირა ადასტურებს.
ბრაზილიელმა ლეგენდამ ალ ჰილალთან ხელშეკრულება გაწყვიტა და გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა. ნეი ამ კვირაში სანტოსთან 6-თვიან კონტრაქტს გააფორმებს.
ნეიმარ ჟუნიორი სანტოსის აღზრდილია და ძირითად გუნდში 2009-2013 წლებში ასპარეზობდა. მან მშობლიური კლუბის მაისურით 225 მატჩი ჩაატარა, 136 გოლი გაიტანა და 64 ასისტი მიითვალა. ნეიმ სანტოსთან ერთად 2010/11 წლების სეზონში ლიბერტადორესის თასიც მოიგო.