ზღაპრული წინადადება არაბეთიდან — ვინისიუსს 5 წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის რეალის შემტევის, ვინისიუს ჟუნიორის ტრანსფერზე არაბული კლუბი მუშაობს.
diarioas-ის ცნობით, ალ ჰილალი ნეიმარის შემცვლელს ეძებს და მთავარ კანდიდატად 24 წლის ბრაზილიელს განიხილავს. არაბული კლუბი ფეხბურთელს ხელფასის სახით 1 მილიარდ ევროს სთავაზობს, რომელიც 5 წელზე გადანაწილდება.
შეგახსენებთ, რომ ვინისიუსი რეალში 2018 წლიდან თამაშობს და ჩატარებულ 291 შეხვედრაში 101 გოლი გაიტანა და 83 საგოლე გადაცემა გაიფორმა.