ჩავი სიმონსი ლაიფციგის ფეხბურთელია
გერმანულმა ლაიფციგმა პსჟ-დან ჩავი სიმონსი გამოისყიდა! გუნდებს შორის €50 მილიონიანი გარიგება შედგა, ასევე ამ თანხას ბონუსებიც დაემატება და შესაძლოა 80 მილიონამდეც ავიდეს. ახალგაზრდა ნიდერლანდელმა კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.
ჩავი სიმონსი ლაიფციგის ლიდერი და უცვლელი წევრია. ამ სეზონში მოთამაშემ 17 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და გააკეთა 4 საგოლე პასი.
შეგახსენებთ, რომ ჩავი სიმონსი ლაიფციგში იჯარით წესით თამაშობდა და მისი უფლებები პსჟ-ს ეკუთვნოდა. ფრანგულ გუნდს მოთამაშის ზაფხულში დაბრუნება სურდა, მაგრამ ეს ყველაფერი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერმა შეცვალა და სიმონსის ლაიფციგში გაყიდვა გადაწყდა.
ჩავი სიმონსი ლაიფციგის ლიდერი და უცვლელი წევრია. ამ სეზონში მოთამაშემ 17 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და გააკეთა 4 საგოლე პასი.