ავტორიზაცია

სერხიო რამოსის ახალი კლუბი ცნობილია

სერხიო რამოსის ახალი კლუბი ცნობილია
თარიღი 03 Feb 2025, 02:04
სერხიო რამოსი ფეხბურთს უბრუნდება - ესპანელი ლეგენდა მექსიკურ მონტერეიში ითამაშებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის წინასწარი კონტრაქტი დღეს გაფორმდა. რამოსი მექსიკაში მალე გაემგზავრება.

სერხიომ გასული წლის ზაფხულში სევილია დატოვა და მას შემდეგ არ უთამაშია. ის მონტერეიში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადადის.