ავტორიზაცია

მატის ტელის ახალი კლუბი ცნობილია

მატის ტელის ახალი კლუბი ცნობილია
თარიღი 03 Feb 2025, 18:16
ტოტენჰემმა საწადელს მიაღწია, ლონდონურმა გუნდმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ბაიერნთან საერთო ენა გამონახა და სეზონის ბოლომდე მატის ტელი დაიმატა. ფრანგი შემტევი 6 თვიანი იჯარით “მამლების“ ღირსებას დაიცავს. ტოტენჰემმა, ტელისთვის ბრძოლა: მანჩესტერ იუნაიტედს, არსენალს და ასტონ ვილას მოუგო. 

ფრანგი შემტევი ბაიერნის ღირსებას 2022 წლიდან იცავდა. ტელი გერმანულ გუნდში ძირითადად სკამიდან შემოდიოდა, ტელმა ბაიერნის მაისური 83 შეხვედრაში მოირგო, სადაც 16 გოლის გატანა მოახერხა. მიმდინარე სეზონში ტელის ანგარიშზე 14 ჩატარებული მატჩია და 0 გატანილი გოლი.