» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ჰიოვედესს და ჰუმელსს ინგლისში ელიან, სნეიდერი ახალი კლუბის ძიებაშია. დღის 5 სატრანსფერო ჭორი



GOAL.GE დღის ყველაზე მნიშვნელოვან სატრანსფერო სიახლეებს შემოგთავაზებთ. დღეს უცხოური მედიასივრცის ყურადღების ცენტრში მატს ჰუმელსი მოექცა, რომელსაც საფეხბურთო სპეციალისტები ინგლისში გადასვას უწინასწარმეტყველებენ. ამ და დღის სხვა მნიშვნეოვან სატრანსფერო ჭორებს ქვემოთ მოცემულ სტატიაში იხილავთ. ჰიოვედესი "არსენალში"? გელზენრკიხენის "შალკეს" გერმანელი ცენტრალური მცველი, ბენედიქტ ჰიოვედესი ლონდონის "არსენალის" ინტერესთა სფეროში მოექცა. "მეთოფეები" მზად არიან, რომ გერმანიის ეროვნული ნაკრების 26 წლის მცველის სანაცვლოდ 16,5 მილიონი ევრო გადაიხადონ. თუ ლონდონელები ჰიოვედესის გადაბირებას შეძლებენ, მაშინ არსენ ვენგერის დაცვის ცენტრს გერმანული დუეტი ჰიოვედესი-მერტეზაკერი გაამაგრებს. ბენედიქტ ჰიოვედესმა, რომელსაც "შალკესთან" კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს, მთელი საკუთარი კარიერა გელზენრკიხენურ კლუბში გაატარა. რვა ნახევარი წლის განმავლობაში ჰიოვედესმა "შალკესთან" ერთად გერმანიის თასი და სუპერთასი მოიგო, ხოლო სანაკრებო დონეზე ბენედიქტი მჩ 2014-ის ტიტულს დაეუფლა. ახალგაზრდულ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ჰიოვედესს ევროპის ჩემპიონატიც აქვს მოგებული. მიმდინარე სეზონში ჰიოვედესმა "შალაკეს" მაისური ყველა ტურნირზე ერთად 15 მატჩში მოირგო. აქედან მან საკუთარი თავი ჩემპიონთა ლიგასა და ბუნდესლიგაში გატანილი თითო-თითო გოლით გამოიჩინა. ისრაელის ჩემპიონატის ბომბარდირს "ტოტენჰემში" ეპატიჟებიან ლონდონის "ტოტენჰემის" რამდენიმე წარმომადგენელი ისრაელში სპეციალურად გაემგზავრა, რათა ადგილობრივი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის, ერან ზახავის თამაშს დაკვირვებოდა. "მაკაბის" 27 წლის თავდამსხმელი ბრწყინვალე ფორმაშია. თელ-ავიველ ფეხბურთელს 12 ჩატარებულ შეხვედრაში 16 გოლი აქვს გატანილი. ლონდონელები ზახავის სანაცვლოდ 1,6 მილიონ ფუნტს ამზადებენ. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს 27 წლის ფორვარდმა 34 ჩატარებულ შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა, რაც მის სტაბილურობაზე მეტყველებს. ზახავი ისრაელის ეროვნულ ნაკრებშიც შედეგიანია. ფორვარდმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გოლის გატანა ბოსნიის ეროვნული ნაკრების კარში მოახერხა. "ტოტენჰემის" გარდა ზახავით "სუონსი" და "ვესტ ბრომვიჩი" ინტერესდება. ბრძოლა კამპლისთვის დორტუნდის "ბორუსია", "შტუტგარტი" და "საუთჰემფტონი" "ზალცბურგის" 24 წლის ნახევარმცველით, კევინ კამპლით ინტერესდებიან. სლოვენიელმა ფეხბურთელმა ზემოდ ხსენებული გუნდების ყურადღება, ევროპა ლიგაზე გატანილი 4 გოლითა და რამდენიმე შედეგიანი პასით მიიპყრო. წარმოშობით გერმანელი ფეხბურთელი ადრე "ლევერკუზენის", "ფიურტის", "ოსნაბრიუკისა" და "აალენის" ღირსებასაც იცავდა. ბოლო 2 გუნდში კამპლს გერმანიიის მე-2 და მე-3 დივიზიონში უწევდა თამაში. ამის შემდგომ, კამპლი ავსტრიულმა "ზალცბურგმა" 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. "ზალცბურგში" გადასვლის თანავე ახალგაზრდა კამპლი გუნდის ერთ-ერთ საკვანძოდ ფიგურად ჩამოყალიბდა. პირველივე სეზონში მან სხვადასხვა ტურნირზე 11 გოლის გატანა მოახერხა. მიდმინარე სეზონში 24 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 4 გოლია. მისი გადაბირების მთავარი ფავორიტი "დორტმუნდია", რადგან ადრე კამპლმა განაცხადა, რომ ის ბავშვობაში "დორტმუნდის" ფანი იყო. კევინის სატრანსფერო ღირებულება 7,75 მილიონ ევროს შეადგენს. სნეიდერი ახალი კლუბის ძიებაშია თურქული "გალათასარაის" ჰოლანდიელი ვარსკვლავი, უესლი სნეიდერი ახალი კლუბის ძიებაშია. "არსენალთან" გამართულ შეხვედრაში თურქებმა გამანადგურებელი ანგარიშით (1:4) წააგეს. სტამბულელთა მხრიდან ულამაზესი ჯარიმის გატანა სნეიდერმა მოახერხა. ამ შეხვედრაშიც დამტკიცდა, რომ თურქების მთავარი დამრტყმელი ძალა სწორედ ჰოლანდიელი ვარსკვლავია. სნეიდერისთვის მებრძოლ გუნდებში "ემიუ" და "არსენალი" ფიგურირებდა, თუმცა მათ ცამონათვალს "საუთჰემფტონიც" შეემატა. სნეიდერს "გალათასარაისთან" კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს, ამიტომაც ჰოლანდიელი ჰავბეკი თავის ამჟამინდელ კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს. მისი სატრანსფერო ღირებულება 15-20 მილიონ ევროს შეადგენს. "სიტი" "ემიუს" ჰუმელსისთვის ბრძოლაში შეეცილება დორტმუნდის "ბორუსიის" გერმანელი მცველი, მატს ჰუმელსი ლუის ვან გაალის ინტერესთა სფეროში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შედიოდა. "ეშმაკებმა" მაშინ ჰუმელსის გაფორმება ვერ მოახერხეს, თუმცა იგივეს გაკეთებას იანვარში შეეცდებიან. თუმცა, გაჩნდა ერთი პრობლემა - "მანჩესტერ სიტი". მანუელ პელეგრინი იანვარში საკუთარი გუნდის დაცვის ხაზის გაძლიერებას შეეცდება. ჩილელი სპეციალისტის მთავარი სატრანსფერო სამიზნე სწორედ მატს ჰუმელსია. "ქალაქელები" მზად არიან, რომ გერმანელი მცველის სანაცვლოდ 47 მილიონი ევრო გადაიხადონ. "სიტის" დაცვის ცენტრში მართლაც პრობლემები აქვს. დემიკელისი არასტაბილურია და ტრავმები ხშირად აწუხებს, ნასტასიჩს გამოცდილება აკლია და სათადარიგო ფეხბურთელად მიიჩნევა, მანგალა კი კლუბს ზაფხულში შეუერთდა და ჯერ ადაპტაციას გადის. დარჩა კომპანი, რომელსაც ამ სეზონში რეგულარული ტრავმები აქვს. აღსანიშნავია, რომ დაზიანებები მატს ჰუმელსსაც ხშირად აწუხებს. მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გერმანელმა მცველმა ბუნდესლიგაში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა. მოამზადა ნიკა ნოზაძემ, სპეციალურად GOAL.GE -სთვის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ვის შეუძლია ჩელსიში კეპას შეცვლა? Goal.Ge-ს განხილვა და ვარაუდი [გამოკითხვა]

ბოლო პერიოდში, პრესაში საკმაოდ განსხვავებული ინფორმაციები ჩნდება.

დღეს, 15:25

სანჩოს ჰეთ-თრიქი - დორტმუნდმა სტუმრად პადერბორნს გადაუარა [VIDEO]

გერმანიის ჩემპიონატის 29-ე ტურის ეგიდით, "დორტმუნდმა" "პადერბორნი" სტუმრად ანგარიშით 6:1 გაანადგურა.

დღეს, 21:56

ნაგელსმანი: "ვერნერის ლაიფციგიდან წასვლა ლევანდოვსკის ბაიერნიდან წასვლის ტოლფასი იქნება"

"ლაიფციგის" მთავარმა მწვრთნელმა თავდამსხმელ ტიმო ვერნერის შესაძლო გაყიდვაზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 21:24

MARCA: მოურინიომ კოუტინიოს ტრანსფერს ვეტო დაადო

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო ლონდონის "ტოტენჰემში" არ გადავა.

დღეს, 20:32

მილანი პსჟ-ს ფეხბურთელის დამატებასთან ახლოსაა

"პარი სენ ჟერმენის" ახალგაზრდა ცენტრალური შესაძლოა ზაფხულში "მილანის" ფეხბურთელი გახდეს.

დღეს, 20:27

იუვენტუსი მზადაა კიეზას სანაცვლოდ 4 ფეხბურთელი დათმოს

"ფიორენტინას" ნახევარმცველმა, ფედერიკო კიეზამ კარიერა შესაძლოა "იუვენტუსში" გააგრძელოს.

დღეს, 20:16

"ბაიერნში ახალი ერა იწყება", - ჰიონესი სანეს შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება

მოგეხსენებათ, "ბაიერნს" "მანჩესტერ სიტის" გარემარბის, ლეროი სანეს ხელში ჩაგდება უნდა.

დღეს, 20:13

კიელინი: "კინს ბალოტელის ადარებენ, მაგრამ მოიზე გუნდს ყოველთვის პატივს სცემდა"

"იუვენტუსის" მცველმა, ჯორჯო კიელინიმ ფორვარდ მოიზე კინზე ისაუბრა და იგი მარიო ბალოტელის შეადარა.

დღეს, 19:46

საულ ნიგესმა დაადასტურა, რომ 3 დღეში ახალ კლუბში გადავა

"ატლეტიკოს" ნახევარმცველმა სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურა, რომ სამ დღეში სხვა კლუბში გადავა.

დღეს, 19:31

საინტერესო პუნქტი, რომელიც ინტერმა პსჟ-სთან შეთანხმებაში ჩადო

მოგეხსენებათ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ "პსჟ"-მ "ინტერის" ფორვარდი, მაურო იკარდი შეისყიდა.

დღეს, 19:17

იუვენტუსი მზადაა პიანიჩი ბარსელონაში ერთი პირობით გაუშვას

"იუვენტუსი" მზადაა ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი "ბარსელონაში" გაუშვას, თუმცა ერთი პირობით.

დღეს, 19:12

კამავინგა ზიდანის გამო რეალში გადასვლაზე თანახმაა

"რენის" ნახევარმცველმა, ედუარდო კამავინგამ კარიერა შესაძლოა ესპანეთში გააგრძელოს.

დღეს, 18:55

შირერმა პრემიერ ლიგის ისტორიაში 10 საუკეთესო მატჩი დაასახელა

ინგლისის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა, ალან შირერმა პრემიერ ლიგის საუკეთესო მატჩების რეიტინგი შეადგინა.

დღეს, 18:50

ნაგელსმანი: "ჩვენთვის ვერნერის დაკარგვა ისეთივე იქნება, ბაიერნიდან ლევანდოვსკი რომ წავიდეს"

„ლაიპციგის“ მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, ტიმო ვერნერის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 17:28

"ვალენსია ჩემს წინააღმდეგ ტყუილის კამპანიას აგორებს", - გარაის სკანდალური განცხადება

„ვალენსიას“ მცველმა, ეზეკილ გარაიმ, კონტრაქტის სიტუაციასთან დაკავშირებით, დიდი განცხადება გააკეთა.

დღეს, 17:23

ბეპე მაროტა სეზონის ბოლოს ინტერიდან წასვლას აპირებს

სპორტულმა დირექტორმა ბეპე მაროტამ შესაძლოა „ინტერი“ სეზონის ბოლოს დატოვოს.

დღეს, 17:11

ოღონდ იუვენტუსი არა - ნაპოლი მზადაა, არსენალს ფასდაკლება გაუკეთოს

„ნაპოლის“ ფორვარდმა, არკადიუშ მილიკმა, კარიერა შესაძლოა იტალიის ფარგლებს გარეთ გააგრძელოს.

დღეს, 17:08

"ეს ვინ გენიოსმა მოიგონა? ასე ფეხბურთი კალათბურთს ემსგავსება", - გასპერინიმ ხუთი ცვლილება დაიწუნა

„ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა, განპიერო გასპერინიმ, სეზონის განახლებაზე ისაუბრა.

დღეს, 17:05

მაჰრეზის პენტჰაუსი გაქურდეს - ალჟირელის ზიანი 500 ათას ფუნტს აღემატება

„მანჩსტერ სიტის“ ვარსკვლავის, რიად მაჰრეზის ბინა გაქურდეს.

დღეს, 17:00

მესი: "ფეხბურთი, ისევე როგორც მთელი ცხოვრება, ძველებური არასდროს აღარ იქნება"

„ბარსელონას“ ლიდერმა, ლეო მესიმ, კორონავირუსის პანდემიაზე ისაუბრა.

დღეს, 16:48

შეთანხმება ახლოსაა - იგალო ოლდ ტრაფორდზე რჩება

როგორც ჩანს, ნიგერიელი თავდამსხმელი ამ სეზონს „მანჩესტერ იუნაიტედში“ ჩაამთავრებს.

დღეს, 16:11

ოფიციალურად: პსჟ-მ იკარდი გამოისყიდა

„პარი სენ-ჟერმენმა“ „ინტერიდან“ მაურო იკარდის გამოსყიდვა ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 15:48

"ასეთი რამ აფრიკაშიც არ ხდება!" - კუტალია თავის კლუბს ფიფაში უჩივლებს

მოგეხსენებათ, ყაზახური "ირტიში" გაკოტრდა, დაიშალა და ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა.

დღეს, 14:52

გიორგი მერებაშვილმა პოლონეთში საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

გიორგი მერებაშვილმა პოლონეთში საგოლე გადაცემა გააკეთა

დღეს, 14:49

ვიდალი: "ზედიზედ მეცხრე ჩემპიონობაზე ვოცნებობ"

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა, სეზონის დარჩენილ ნაწილზე ისაუბრა.

დღეს, 14:48

მთავარი პრობლემა, რომელიც ბარსას და ტერ შტეგენის მოლაპარაკებების პროცესში წარმოიშვა

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან ახალი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

დღეს, 14:42

იუნაიტედი იუვენტუსის ორი ფეხბურთელით დაინტერესდა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „მან.იუნაიტედი“ „იუვენტუსის“ ფეხბურთელებით აპირებს გაძლიერებას.

დღეს, 14:39

"სანეში 80 მილიონის გადახდას, ბაიერნის ადგილას 20 მილიონს დავამატებდი და სხვა ფეხბურთელს ვიყიდიდი", - სანიოლი

საფრანგეთის ნაკრებისა და „ბაიერნის“ მცველის, ვილი სანიოლის თქმით, გერმანულ გუნდს „სიტის“ შემტევი საერთოდ არ მოუხდება.

დღეს, 14:33

იტალიური დერბი ბელერინის ხელში ჩასაგდებად

ESPN-ის თანახმად, ლონდონის "არსენალის" მარჯვენა მცველს,

დღეს, 13:32
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10