ავტორიზაცია

ნაპოლი მილანის ფეხბურთელს შეუთანხმდა

ნაპოლი მილანის ფეხბურთელს შეუთანხმდა
თარიღი 03 Feb 2025, 22:03
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნაპოლიმ ნოა ოკაფორთან შეთანხმებას მიაღწია და მილანიდან ფეხბურთელის იჯარით აყვანაზე მუშაობს.

თუ შვეიცარიელი ნეაპოლში იჯარით გადავა, "პარტენოპეის" მისი გამოსყიდვის ოფციაც ექნება. საბოლოო გადაწყვეტილება ნაპოლიმ უნდა მიიღოს - თუ აზრს თავად აურელიო დე ლაურენტისი არ შეიცვლის, გარიგება შედგება.


ზემოხსენებული წყაროს ცნობით, ნაპოლის ნოას იჯარა €2 მილიონი დაუჯდება, მისი გამოსყიდვა კი - €23 მილიონი. ამჟამად კლუბები ხელშეკრულებას აფორმებენ.

ოკაფორის ტრანსფერი ალან სენ-მაქსიმენზეცაა დამოკიდებული - ფრანგის დამატება ჯერ გადაწყვეტილი არაა.