ავტორიზაცია

ნიკოლო ფაჯიოლი ახალ გუნდს შეუერთდა

ნიკოლო ფაჯიოლი ახალ გუნდს შეუერთდა
თარიღი 04 Feb 2025, 15:13
იუვენტუსის ნახევარმცველმა ნიკოლო ფაჯიოლიმ გუნდი დატოვა. გასულ წელს იტალიელი ფსონების განთავსების გამო დისკვალიფიცირებული იყო და ამის გამო 7 თვე გამოტოვა. მას შემდეგ “ბიანკონერიში“ ტიაგო მოტა მივიდა და მას დიდი სათამაშო დროს არ აძლევდა.  

ფაჯოლის პოზიციაზე გაძლიერება ფიორენტინას სჭირდებოდა, რადგან გუნდმა ედუარდო ბოვე დაკარგა, რომელსაც თამაშის დროს ეპილეფსიური შეტევა დაემართა და გულში სტენდის ჩადგმა დასჭირდა, ხოლო ამ აპარატით ასპარეზობა იტალიის ჩემპიონატში იკრძალება.  იუვენტუსმა და ფიორენტინამ ფაჯიოლის თაობაზე საიჯარო ხელშეკრულება გააფორმეს, იტალიელი მოთამაშე სეზონის ბოლომდე ფრიულიზე იასპარეზებს. 

ფაჯიოლიმ ყველა ტურნირზე 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ძირითადად სკამიდან თამაშობდა, ხოლო ფიორენტინაში მას სასტარტო ადგილი გარანტირებული აქვს და ამან ფეხბურთელის გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშა.