ავტორიზაცია

თურქული კლუბი საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე მუშაობს

თურქული კლუბი საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე მუშაობს
თარიღი 05 Feb 2025, 11:47
ევროპის ძირითად ქვეყნებში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, თუმცა, თურქულ კლუბებს 11 თებერვლამდე შეუძლიათ ფეხბურთელების ყიდვა და გაყიდვა.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გალათასარაის საბა გოგლიჩიძის დამატება სურს და ემპოლის ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართა.

დი მარციოს ცნობით, ემპოლის ქართველი ცენტრალური მცველის გაშვება ზაფხულამდე არ სურს და გალათასარაის პირველი, 10 მილიონიანი შეთავაზება დაბლოკა. მოლაპარაკებები გრძელდება და უახლოეს დღეებში თურქული კლუბი ტოსკანელებს მეორე შეთავაზებას გაუგზავნის.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძის დამატებაზე რომაც მუშაობდა და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა, ბოლო წუთებში ტრანსფერი ჩაიშალა.