ავტორიზაცია

საკვალიფიკაციო ეტაპზე 21-წლამდელების მეტოქეები ცნობილია

საკვალიფიკაციო ეტაპზე 21-წლამდელების მეტოქეები ცნობილია
თარიღი 06 Feb 2025, 13:59
დღეს, ნიონში, უეფა-ს სათაო ოფისში, 21-წლამდე ნაკრებთან მომდევნო შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 2027 წლის ევროპის ჩემპიონატს, უეფა-ს გადაწყვეტილებით სერბეთი და ალბანეთი უმასპინძლებს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრას მეორე კალათაში შეხვდა, ჩვენი 21-წლამდე ნაკრები, შესარჩევ ციკლში მონაწილე 51 ქვეყნის რეიტინგში, კოეფიციენტების მიხედვით მეჩვიდმეტე ადგილს იკავებს.

ჯგუფში, რომელიც სტარტს 2025 წლის სექტემბერში გასამართი პირველი ტურით აიღებს, ახალგაზრდულ ნარკრებს - გერმანიასთან, საბერძნეთთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან, ლატვიასთან და მალტის 21-წლამდე ნაკრებთან მოუწევს ასპარეზობა.

ჯგუფი F: გერმანია, საქართველო, ჩრდ. ირლანდია, ლატვია, მალტა

2025-2026 | საკვალიფიკაციო ციკლი



შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, სლოვაკეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელსაც სლოვაკეთი უმასპინძლებს, რამაზ სვანაძის 21-წლამდე ნაკრები ჯგუფში - პოლონეთს, საფრანგეთს და პორტუგალიას დაუპირისპირდება.

გასული წლის ნოემბერში, ახალგაზრდულმა, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის 2-მატჩიან დაპირისპირებაში, ხორვატია დაამარცხა და საკვალიფიკაციო ციკლიდან, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.

Nakrebi.ge