ავტორიზაცია

ლაპორტას ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშე, რომელსაც ბევრი აკრიტიკებს — რა ბედი ელის დე იონგს?

ლაპორტას ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშე, რომელსაც ბევრი აკრიტიკებს — რა ბედი ელის დე იონგს?
თარიღი 08 Feb 2025, 20:23
ფრენკი დე იონგს ბარსელონასთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისს ეწურება და მისი მომავალი ჯერ გაურკვეველია. აშკარაა, რომ ნიდერლანდელი გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს, მაგრამ ბოლო პერიოდში მას ჰანსი ფლიკისგან სათამაშო დრო საკმაოდ ეძლევა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, დე იონგი პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია და მის პოტენციალში ეჭვი არასდროს ეპარებოდა. ბარსას პრეზიდენტს სურს, ფრენკის ახალი ხელშეკრულება გაუფორმოს.

კატალონიური პრესის ცნობით, ბარსელონა დააკვირდება, დე იონგი მომდევნო თვეებში როგორ ითამაშებს და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს. თუ კლუბი გადაწყვეტს, რომ ის შეინარჩუნოს, ლაპორტა თავის წილ საქმეს გააკეთებს.

"ბლაუგრანამ" ფრენკი დე იონგი 2019 წელს, €86 მილიონად შეიძინა. ამ დრომდე, ნიდერლანდელმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში 235 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 22 ასისტი მიითვალა. მან გუნდთან ერთად ლა ლიგა, ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერ თასი (2X) მოიგო.