დიეგო სიმეონემ ლა ლიგის საუკეთესო გუნდი დაასახელა

ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ესპანეთის ჩემპიონატში საუკეთესო გუნდად კატალონიური გრანდი დაასახელა.
"ვიმეორებ, რომ ბარსელონა ლა ლიგის საუკეთესო გუნდია. ისინი კარგად უტევენ და ძალიან სწრაფები არიან - ბარსა გუნდურად თამაშობს," — განაცხადა არგენტინელმა.
აღსანიშნავია, რომ დღეს ატლეტიკოსა და რეალ მადრიდის შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა - ეს ბარსელონასთვის შესანიშნავი ამბავია, რადგან ორივე კონკურენტმა ქულები დაკარგა.
ამჟამად, რეალ მადრიდს 50 ქულა აქვს, ატლეტიკოს მათ 1 ქულით ჩამორჩება, ბარსა კი, რომელსაც ამ ტურში ჯერ არ უთამაშია, 45 ქულით მე-3 ადგილზეა. ჰანსი ფლიკის გუნდი 9 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე, გასვლაზე სევილიას დაუპირისპირდება.

temo
ტოპ კომენტარი
0
09 Feb 2025, 13:05
"აღსანიშნავია, რომ დღეს ატლეტიკოსა და რეალ მადრიდის შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა" პატივცემული ჩანგელია, თქვენ მესამე ტაიმსაც უყურეთ? ის ორი ბურთი რომელმა ფეხბურთელებმა გაიტანეს?