ავტორიზაცია

წარმატებული დებიუტი — ალექსანდრე თოფურიამ კოლბი თიქნესი დაამარცხა

წარმატებული დებიუტი — ალექსანდრე თოფურიამ კოლბი თიქნესი დაამარცხა
თარიღი 09 Feb 2025, 05:33
UFC-ში კიდევ ერთი, მე-6 ქართველი მებრძოლის წარმატებული დებიუტი შედგა — ოქტაგონზე ალექსანდრე თოფურია ვიხილეთ.

29 წლის ქართველი მებრძოლი MMA-ში დაუმარცხებელ კოლბი თიქნესის დაუპირისპირდა და მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ალექსანდრე თოფურია სამივე რაუნდში დამაჯერებელი იყო და UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში პირველი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში. მის ანგარიშზე უკვე 6 მოგება და 1 მარცხია.