ავტორიზაცია

ოფიციალურად: ტორპედოს გერმანელი მწვრთნელი ჩაიბარებს

ოფიციალურად: ტორპედოს გერმანელი მწვრთნელი ჩაიბარებს
თარიღი 10 Feb 2025, 20:55
ცოტა ხნის წინ, ქუთაისის ტორპედომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალი სეზონიდან ქართულ გუნდს გერმანელი სპეციალისტი, დირკ შუსტერი ჩაიბარებს.

შუსტერის ასისტენტი საშა ფრანცი იქნება, რომელთანაც მას 12-წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. მათ ტორპედოსთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

დირკ შუსტერს, რომელიც გერმანიის ნაკრების, კარლსრუესა და კიოლნის ყოფილი ფეხბურთელია, არაერთ გერმანულ კლუბში უმუშავია, მათ შორის: დარმშტადტში, აუგსბურგსა და კაიზერსლაუტერნში. ის 2016 წელს გერმანიის წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

"შუსტერი გამოირჩევა მოკრძალებული ბიუჯეტის გუნდებში მუშაობისას მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევით. მან პირველ კომენტარში ხაზი გაუსვა იმ ნდობას, რაც მასა და გუნდის მენეჯმენტს შორის პირველივე შეხვედრის დროს ჩამოყალიბდა, ხოლო გადამწყვეტი როლი იქონია პროექტის მასშტაბმა და იმ შესაძლებლობებმა, რაც გუნდის საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას უკავშირდება," — წერია ტორპედოს ოფიციალურ განცხადებაში.

ტორპედო გერმანელ მწვრთნელთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას ესპანეთის ქალაქ მარბელიაში განაგრძობს.

ფოტო: ტორპედო ქუთაისი