მატჩის დღე — ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება და 2024/25 წლების პლეი-ოფის პირველი მატჩები გაიმართება.
ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებულ ინტერესს საფრანგეთში გასამართი შეხვედრა იწვევს, სადაც ბრესტი პარი სენ ჟერმენს უმასპინძლებს.
ლიგის ფაზაში ბრესტმა 13 ქულა დააგროვა და მე-18 ადგილზე გავიდა, ხოლო პსჟ-მ ასევე 13 ქულით და ბურთების უკეთესი შეფარდებით მე-15 პოზიცია დაიკავა.
გუნდები ბოლოს ერთმანეთს 1-ელ თებერვალს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-20 ტურში შეხვდნენ, სადაც პარიზულმა კლუბმა მარტივად, 5-2 მოიგო და ლიდერობა გაიმყარა.
1 წლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ბოლოს ნაპოლის მაისურით 1/8 ფინალში ბარსელონას წინააღმდეგ ითამაშა.

ბრესტი V პსჟ — სავარაუდო შემადგენლობა
სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა კი ინგლისში გაიმართება, სადაც მანჩესტერ სიტი საკუთარ კედლებში მადრიდის რეალს მიიღებს.
გუნდებმა ლიგის ფაზა მოულოდნელად მძიმედ დაასრულეს და 8 საუკეთესოში ვერ მოხვდნენ, რის გამოც პლეი-ოფში მოუწევთ თამაში. გვარდიოლას გუნდმა 11 ქულით 22-ე, ხოლო სამეფო კლუბმა 15 ქულით მე-11 პოზიცია დაიკავა.
ჩემპიონთა ლიგაზე გუნდების ბოლო დაპირისპირება წინა სეზონის 1/4 ფინალში შედგა, სადაც რეალმა პენალტების სერიაში მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ბოლო 5 მატჩში კი სრული თანაფარდობაა — თითო მოგება და 3 ფრე.
სათამაშო დღის განრიგი:
ბრესტი V პსჟ (21:45)
იუვენტუსი V პსვ (23:55)
მანჩესტერ სიტი V რეალი (23:55)
სპორტინგი V დორტმუნდი (23:55)

მანჩესტერ სიტი V რეალი — სავარაუდო შემადგენლობა
სათამაშო დღის განრიგი:
ბრესტი V პსჟ (21:45)
იუვენტუსი V პსვ (23:55)
მანჩესტერ სიტი V რეალი (23:55)
სპორტინგი V დორტმუნდი (23:55)