ავტორიზაცია

ბრესტი 0-3 პარი სენ-ჟერმენი | ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება პირველ ჩემპიონთალიგურ მატჩში

ბრესტი 0-3 პარი სენ-ჟერმენი | ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება პირველ ჩემპიონთალიგურ მატჩში
თარიღი 12 Feb 2025, 00:00
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პარი სენ-ჟერმენმა გასვლაზე ბრესტი 3-0 დაამარცხა და 1/8-ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

21-ე წუთზე ვიტინიამ პენალტით პსჟ წინ გაიყვანა, 45-ე წუთზე უსმან დემბელემ თავისი გუნდის უპირატესობა გაზარდა, 66-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო - ლუის ენრიკემ ქართველი ფეხბურთელი მოედანზე  67-ე წუთზე შეიყვანა. კვარამ Sofascore-ისგან 6.6-ქულიანი შეფასება მიიღო.


განმეორებითი მატჩი 19 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე, პარკ დე პრენსზე გაიმართება.

პარიზული გუნდი მერვედფინალში (სადაც, თუ რამე სასწაული არ მოხდა, გავა) ბარსელონას ან ლივერპულს დაუპირისპირდება.