იუვენტუსი ზაფხულში დიდ ტრანსფერს გეგმავს

იუვენტუსი მომდევნო ზაფხულს, სერიოზულად ფიქრობს შეტევის გაძლიერებას. დუშან ვლაჰოვიჩმა ძირითადში ადგილი დაკარგა და ზაფხულში იუვენტუსი მისი მოშორება სურს, რადგან სერბს ძალიან დიდი ანაზღაურება აქვს და ტურინული კლუბის სურვილია მისი გასხვისება. ზამთარში იტალიურმა კლუბმა პსჟდან იჯარით რანდალ კოლო მუნაი აიყვანა და ფრანგმა ფეხბურთელმა ახალ კლუბში შესანიშნავად დაიწყო, მაგრამ “ბებერი ქალბატონი“ სამომავლოდ, უფრო მაღალი დონის ფორვარდის დამატებას განიხილავს.
ამ ეტაპზე გამოიკვეთა სამი ვარიანტი, პირველი ქარიმ ადეიემია, იუვენტუსი გერმანელი შემტევით უკვე დიდი ხანია ინტერესდება. გერმანელ შემტევს დორტმუნდის დატოვება სურს და იუვენტუსი მის დასამატებლად მზადაა, იტალიურ გუნდის სურვილია ადეიემი რაც შეიძლება დაბალ ფასად დაიმატოს, ზამთარში დორტმუნდი თავის ვინგერს 50 მილიონად აფასებდა, ადეიემისგან მოლოდინი ბევრად უფრო მაღალი იყო, მაგრამ მის ნიჭში ეჭვი არავის ეპარება და იუვენტუსმა ეს ძალიან კარგად იცის.
ახალი სახელი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ვიქტორ ოსიმენია, ნიგერიელი ფორვარდი იჯარის წესით სტამბოლის გალათასარაიში თამაშობს, მაგრამ სეზონის ბოლოს ნაპოლიში ბრუნდება საიდანაც ის აუცილებლად გასხვისდება. არ არის გამორიცხული ოსიმენმა იტალიაში მოინდომოს დარჩენა, არც ის გამოვრიცხოთ, რომ იუვენტუსმა ნაპოლის ოსიმენის და ვლაჰოვიჩის ბარტერი შესთავაზოს, მოტას გუნდის მთავარი პრობლემა სხვა გუნდების ინტერესია: ჩელსი, პსჟ და არაბული კლუბები იუვეს სერიოზული კონკურენციის გაწევა მოიწევს. “ბიანკონერის“ უპირატესობა კრისტიანო ჯუნტოლია, რომელიც ნაპოლიში სპორტულ დირექტორად მუშაობდა და ოსიმენთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.
მესამე კანდიდატი, რომელიც გუნდის გასაძლიერებლად განიხილება, ადემოლა ლუკმენია ნიგერიელი ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატის გამორჩეული შემტევია და არ არის გასაკვირი, რომ მისით იუვენტუსის ნაირი გუნდი ინტერესდებაა. ატალანტა თავის ლიდერს იაფად არ შეელევა ეს იუვენტუსში კარგად იციან.