» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის საუკეთესო გუნდი, მწვრთნელი, ფეხბურთელები...



საქართველოს სუპერთასის შეხვედრით, სადაც ერთმანეთს თბილისის "დინამო" და საჩხერის "ჩიხურა" დაუპირისპირდნენ, დასრულდა მიმდინარე საფეხბურთო სეზონის პირველი წრე ჩვენს ქვეყანაში. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში უამრავმა გუნდმა, მწვრთნელმა თუ კონკრეტულმა ფეხბურთელმა დაგვამახსოვრა თავი დადებითი თუ უარყოფითი კუთხით. სწორედ ამ წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიხედვით, GOAL.GE -მ სხვადახვა კატეგორიებში (მაგ.: "საუკეთესო გუნდი", "საუკეთესო ფეხბურთელი" და ა.შ.) გადაანაწილა გუნდები და მისი შემადგენელი წევრები (ფეხბურთელები, მწვრთნელები). მოდით, მივყვეთ და კონკრეტულად განვიხილოთ თითოეული ნომინაცია. საუკეთესო გუნდი dinamo tbilisi საუკეთესო გუნდი? ალბათ, ასეთ კატეგორიაში გამარჯვებული ყველაზე ორგანიზებული, ყველაზე მაღალი ხარისხის ფეხბურთის მოთამაშე გუნდი უნდა იყოს, რომლის ფეხბურთელებიც ყოველ წუთსა და წამს, ყველა მომენტში ბოლომდე იხარჯებიან და წარმატებასაც დამსახურებულად აღწევენ, აქვთ დიდი შედეგები. ჩვენმა საიტმა, პირველი წრის მიხედვით, ასეთად საქართველოში თბილისის "დინამო" მიიჩნია. გავიხსენოთ სეზონის დასაწყისში "ჩემპიონთა ლიგის" საკვალიფიკაციო ეტაპზე განცდილი მარცხი "აქტობესთან", სადაც "დინამო" მიწასთან გასწორდა. იმ წაგების შემდეგ კლუბის მფლობელმა, რომან ფიფიამ სრული რეორგანიზება გაუკეთა გუნდს. თბილისური კლუბი დატოვა ფეხბურთელთა უმრავლესობამ. ისინი ახალგაზრდა და გამოუცდელმა მოთამაშეებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც წლების მანძილზე "დინამოს" აკადემიაში იზრდებოდნენ. ბევრს ისეთი შთაბეჭდილება ექმნებოდა, რომ ასეთი "დინამო" უძლური იქნებოდა ბევრი ქართული გუნდის წინააღმდეგ. თუმცა, ამ კლუბმა, რომლის ფეხბურთელების უმეტესობა მხოლოდ 21-22 წლის არის, შეძლო იმდენი, რომ "უმაღლეს ლიგაში" 15-დან 9 შეხვედრა მოიგო, ყველაზე მეტი ქულა დააგროვა და პირველი წრე პირველ პოზიციაზე დაასრულა. დედაქალაქელებმა ამ 15 მატჩში 26 გოლის გატანა შეძლეს, რაც ყველაზე კარგი შედეგია წლევანდელ სეზონში ქართულ კლუბებს შორის. "დინამომ" რამდენიმე გამორჩეული გამარჯვება მოიპოვა, რომელთაგანაც აღსანაინავია ქუთაისში "ტორპედოს" დამარცხება. ამ გუნდის ბრძოლისუნარიანობაზე კარგად მეტყველებს ის ფაქტი, რომ ნახსენებ შეხვედრაში თბილისელები 1-0-ს აგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში ქართულ გრანდს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს და საკმაოდ რთულ შეხვედრაში იმერელები ანგარიშით 2-1 დაამარცხეს. ასევე, აუცილებლად უნდა გავიხენოთ "ზესტაფონთან" დაპირისპირებაც, სადაც "დინამო" 85-ე წუთამდე შეხვედრას ანგარიშით 2-1-ს აგებდა სტუმრად, მაგრამ ბოლო ხუთ წუთში გატანილი ორი გოლის წყალობით ყველაზე ტიტულოვანმა ქართულმა კლუბმა 2-3 მოუგო სტუმრად "მარგველებს". საგულისხმოა, რომ "დინამომ" პირველ წრეში ერთხელ ხუთ ბურთიანი, ერთხელ კი ექვს ბურთიანი სხვაობით იმარჯვა. პირველ შემთხვევაში მათ "სპარტაკი", ხოლო მეორეში კი "შუქურა" დაამარცხეს. "დინამო" პირველი წლის ჩემპიონია ეროვნულ ჩემპიონატში. ვნახოთ, როგორ გააგრძელებს ეს არც ისე გამცდილი, მაგრამ ძალიან მონდომებული და ბრძოლისუნარიანი კლუბი ასპარეზობას მეორე წრეში. გუნდი "აღმოჩენა" - ამ კატეგორიაში GOAL.GE-მ სამი კლუბი დაასახელა dinamo batumi I. წელს, რამდენიმე ქართულმა კლუბმა შეძლო ჩვენი გაკვირვება. მათგან აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ბათუმის "დინამო", რომელიც "უმაღლესი ლიგის" დებიუტანტია. აჭარელებმა არც ისე კარგად დაიწყეს ასპარეზობა უმაღლეს ლიგაში. პირველ ტურში ისინი "მეტლურგთან" დამარცხდნენ. თუმცა, "დინამომ" მალე გაიარა ახალ ჩემპიონატთან და ახალ გუნდებთან ადაპტაცია. მან რამდენიმე დამაჯერებელი გამარჯვება შემოვთავაზა, რომელთაგანაც აღსანიშნავია გათამაშების ცხრილის მეორეადგილოსანის, "დილას" დამარცხება (0-1), რომელიც წელს ძალიან კარგად გამოიყურება. ყველაზე დასამახსოვრებელი, ალბათ, მაინც თბილისის "დინამოს" ძლევა იყო "დინამო არენაზე", ანგარიშით 0-1. ასევე, უმაღლესი ლიგის მე-14 ტურში ბათუმელებმა ზესტაფონში ადგილობრივ გუნდს 4 გოლი გაუტანეს და და 2-4 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ ეს კლუბი ბოლო ოთხ ტურში არ დამარცხებულა (3 მოგება და ერთი ფრე). "დინამოს" კარგი თამაში ეროვნული ჩემპიონატის ცხრილზეც აისახა: პირველი წრის შემდეგ ეს გუნდი მე-4 პოზიციაზეა და მესამეადგილოსან "სამტრედიას" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. საინტერესოა, როგორ გაგრძელდება ბათუმური კლუბის წარმატებული თამაში თებერვლიდან. dila gori II. მორიგი გუნდი, რომელიც ამ ნომინაციის ერთგვარი გამარჯვებულია, გორის "დილაა". ბათუმის "დინამოს" მსგავსად, ამ კლუბმაც წარუმატებლად დაიწყო ეს სეზონი: პირველ ორ შეხვედრაში "დილას" მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა. თუმცა, გორელებმა მოგებები მალე დაიწყეს. საბოლოო ჯამში, "დილამ" უმაღლეს ლიგაში რვა შეხვედრაში გაიმარჯვა და 22 გოლის გატანა მოახერხა. გუნდს ეროვნულ ჩემპიონატში ხუთ მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (ოთხი მოგება და ეთი ფრე). "დილა" მეორე ადგილზეა და "დინამოს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. და ყველაზე მთავარი: გორულმა გუნდმა ეს ყველაფერი იმის ფონზე გააკეთა, რომ იგი ფინანსურად საშინელ მდგომარეობაში იყო. 36 III.კიდევ ერთი "გაჭირვებული კოლექტივი"რუსთავის "მეტლურგია". ამ კლუბის მწვრთნელისა და ფეხბურთელების ინტერვიუებში ამოვიკითხავდით შემდეგ ფრაზებს: "ჩემი მოთამაშეები ბუცებს სხვებისგან ნათხოვრობენ;" "ბიჭებს მგზავრობის ფულიც კი აღარ გვაქვს, რომ თბილსიდან რუსათავში ვიაროთ." მხოლოდ ამ წინადადებების წაკითხვის შეედმეგაც კი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ სიდუხჭირეში იმყოფება რუსთავული გუნდი. მიუხედავად ამისა, მათ ტოლი არ დაუდეს ბევრ გუნდს, უპირველეს ყოვლისა კი თბილსის "დინამოს", რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, გაანადგურეს - 3-0. ასევე, აღსანიშნავია "ტორპედოსა" და ზემოთ ნახსენები ბათუმის "დინამოს" დამარცხება. დავით ყიფიანის სახელობის თასზე ამ გუნდმა "ზუგდიდს" ორი შეხვედრის ჯამში 7-0 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. უმაღლესი ლიგის პირველი წრე რუსთაველებმა მე-6 ადგილზე დაასრულეს. ვინ იცის, "მეტალურგს", რომ დაფინანსება ჰქონოდა, რა შედეგებს მიაღწევდა იგი ამ პერიოდის განმავლობაში. გუნდი "იმედგაცრუება" 1 ამ კატეგორიაში ჩვენმა საიტმა ბოლნისის "სიონი" დაასახელა. კლუბმა წინა სეზონის მეორე წრეში საოცარი თამაში აჩვენა და რამდენიმე მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ, უმაღლესი ლიგა მე-3 ადგილზე დაასრულა. "სიონმა" "ევროპის ლიგის" საკვალიფიკცაციო ეტაპზეც იასპარეზა. ასეთი წარმატებული სეზონის შემდეგ მისგან და მისი ამბიციური მწვრთნელისგან ბევრი მოელოდა კიდევ უფრო წარმატებულ ასპარეზობას ახალ სეზონში. მაგრამ, "სიონმა" პირველ წრეში ეს იმედები ვერ გაამართლა. ამ გუნდმა უმაღლესი ლიგის 15 შეხვედრიდან მხოლოდ სამში მოახერხა გამარჯვების მოპოვება. საგულისხმოა, რომ იყო ისეთი შემთხვევა, როცა ამ კლუბს ხუთ მატჩიანი მოუგებელი სერიაც კი ჰქონდა, რომელთაგანაც 4 მათგანში დამარცდა. საბოლოოდ, ბოლნისელებმა უმაღლესი ლიგის გათამაშების პირველი წრე მე-14 ადგილზე დაასრულეს. ფეხბურთელი "აღმოჩენა" - აქ კი ორ მოთამაშეს შემოგთავაზებთ mumladze I.ჩვენმა საიტმა ამ კატეგორიაში ერთ-ერთ ფეხბურთელად "ჩიხურას" ახალგაზრდა ფორვარდი, თორნიკე მუმლაძე დაასახელა. 22 წლის სპორტსმენი პირველად, გამოკვეთილად მაშინ გამოჩნდა, როცა მან "ევროპის ლიგის" საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქულ "ბურსასპორს" გადამწყვეტი პენალტი გაუტანა და ამ გოლით საკუტარი გუნდი შემდეგ საფეხურზე გადაიყვანა. წლევანდელ სეზონში, უმაღლეს ლიგაში თავიდან აღნიშნულ სპორტსმენს დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა და ძირითადად შეცვლებზე შემოდიოდა. იგი ამ შანსებს ძალიან კარგად იყენებდა. საგულისხმოა, რომ სწორედ ეს ფეხბურთელი გახდა "ზესტაფონთან" გამარჯვების გოლის ავტორი, სადაც "ჩიხურამ" 2-1 იმარჯვა. საჩხერელებმა მიმდინარე სეზონში ორ შეხვედრაში მოიგეს ანგარიშით 1-0, ორივეჯერ ხალგაზრდა შემტევის გოლით. ამ ორი მატჩიდან, ერთ-ერთი თბილისის "დინამო" იყო. საბოლოო ჯამში, მუმლაძემ პირველ წრეში ხუთ გოლს მოუყარა თავი. 1 II.მეორე ასეთი ფეხურთელი, "დინამოს" წევრი, გიორგი პაპუნაშვილია. როგორც ზემოთაც ვთქვით, სეზონის წინ ლიდერებმა დატოვეს თბილისური კლუბი, რის შემდეგაც გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა სწორედ ეს ახალგაზრდა და უნიჭირესი მოთამაშე გახდა. 19 წლის ფეხბურთელმა ბევრ შემთხვევაში თვით ჩისკოც დაჩრდილა. მაგალითად, კლუბის საუკეთესო ბომბარდირი პირველ წრეში სწორედ ისაა 7 გატანილი გოლით. გასახსენებელია "დინამოს" მიერ "სპარტაკის განადგურება, სადაც თბილისელებმა მეტოქეს ექვსი გოლი გაუტანეს. ამ ბურთების ნახევარი - 3 სწორედ პაპუნაშვილის ანგარიშზეა. საუკეთესო ფეხბურთელი dvali GOAL-მა ამ კატეგორიაში "ზესტაფონის" უკვე ყოფილი კაპიტანი, ჯაბა დვალი დაასახელა. მთელი ნახეავარი სეზონის განმავლობაში ზესტაფონური კლუბი არც ისე კარგად გამოიყურებოდა და ის მცირე წარმატება, რაც ამ კლუბს სხვადახვა შეხვედრაში ჰქონდა, უმეტესად დვალის სახელს უნდა მივაწეროთ. იგი გუნდის ნამდვილი ლიდერი და ყველაზე გამოცდილი ფიგურა იყო, რომლეიც საჭირო მომენტებში თავის თავზე იღებდა თამაშს. დვალმა 12 შეხვედრაში ათი გოლი გაიტანა. ამ მატჩებიდან აღსანიშნავია "გურიასა" და "ტორპედოსთან" დაპირისპირება". ორივე შეხვედრაში ვეტერანმა ფეხბურთელა დუბლი შეასრულა. საბოლოოდ, იგი პირველი წრის ბომბარიდიც გახდა. ცნობისთვის, ჯაბა დვალი უკვე მოლდოვის "დაჩიას" ფებურთელია. საუკეთესო მწვრთნელი sosiashvili ჩვენმა საიტმა ამ ნომინაციაში "დილას" მთავარი მწვრთნელი, უჩა სოსიაშვილი დაასახელა. ჩვენ უკვე გორულ კლუბზე ამ სტატიაში გვქონდა საუბარი და, შესაბამისად, ბევრს ახალს ვეღარაფერს ვიტყვით. უბრალოდ, ყურადღებას გავამახვილებ იმ ფაქტზე, რომ სოსიაშვილი მხოლოდ და მხოლოდ 25 წლისაა. ამ ძალიან ახალგაზრდა (მთავარი წვრთნელის პოსტისთვის) ხელმძღვანელმა "დილა" აღმავლობის გზაზე დააყენა. გუნდი ორგანიზებულ და გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს. როგორც ზემოთაც ვთქვით, გორელები მეორე ადგილზე იმყოფებიან და "დინამოს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან. ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი კი, უჩა სოსისაშვილია! მოამზადა კახა ყიფიანმა, სპეციალურად GOAL.GE -სთვის GOAL.GE -ს ფოტოები: ნინო გელაშვილი, კახა ყიფიანი, დათო აბუთიძე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"რეალში დაბრუნება?", - კასილასი სამომავლო გეგმებზე ალაპარაკდა

ესპანეთის ნაკრების ექს-ფეხბურთელი, იკერ კასილასი "რეალში" შესაძლო დაბრუნებაზე საუბრობს.

დღეს, 15:57

მესი თუ რონალდუ? - ნოლიტომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ესპანეთის ნაკრებისა და "სევილიას" თავდამსხმელმა, ნოლიტომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 15:53

იკარდის მომავალი პრაქტიკულად გაირკვა, პსჟ-მ გადაწყვეტილება მიიღო

"პსჟ"-ს ხელმძღვანელობამ თავდამსხმელ მაურო იკარდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 15:47

კანავარომ კორონავირუსთან ბრძოლას 2006 წლის მუნდიალის მოგება შეადარა

იტალიის ნაკრების ექს-მცველმა, ფაბიო კანავარომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 15:43

გეგმა შემუშავებულია - რეალი ფეხბურთელებს ხელფასს უმცირებს

ესპანეთის ჩემპიონატის შეჩერების გამო, "რეალი" აპირებს ფეხბურთელებს ხელფასი შეუმციროს.

დღეს, 15:37

მთავარი მიზეზი, რის გამოც რეალი რონალდუს არ დაიბრუნებს

"რეალი" "იუვენტუსის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებას არ აპირებს.

დღეს, 15:31

ბარსას სათადარიგო ვარიანტი ნეიმარის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, ნეიმარის დაბრუნების თაობაზე აქტიურად მუშაობს.

დღეს, 13:50

"კოსტას ჟეზუსზე გაცვლით, იუვე უფრო იხეირებს, ვიდრე სიტი", - ბრაზილიელი მწვრთნელი

"სან-პაულუს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ალექსი სტივალმა, იგივე კუკამ, დუგლას კოსტას გაბრიელ ჟეზუსზე გაცვლის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 13:42

უან-ბისაკამ ყველაზე უხერხული მეტოქე დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა მცველმა, აარონ უან-ბისაკამ ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე დაასახელა:

დღეს, 13:27

რომელ ევროპულ გუნდს ჰქონდა ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია?

"ლივერპულის" თებერვლის ჩავარდნამდე, ბევრი იწერებოდა მერსისაიდელთა დაუმარცხებელი სერიის შესახებ.

დღეს, 13:17

როდის დაარსდა პირველი საფეხბურთო კლუბი და სად იმყოფება ის ახლა?

ინგლისის რანგით მერვე საფეხბურთო დივიზიონში ბინადრობს გუნდი, უბრალო სახელწოდებით - "შეფილდი".

დღეს, 13:04

ინიესტა ბარსელონაში შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა

"ბარსელონას" ყოფილმა კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ კატალონიაში შესაძლო დაბრუნების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 12:51

"კონორსა და ხაბიბს მხოლოდ კარიერის დასრულება დარჩათ", - ფერგიუსონი

UFC-ის მებრძოლმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ტონი ფერგიუსონმა მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:43

"2004 წლის საბერძნეთი ბრაზილიასა და არგენტინასაც დაამარცხებდა", - ხარისტეასი

საბერძნეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ანგელოს ხარისტეასმა თავისი ეროვნული გუნდისთვის ტრიუმფალური ევრო-2004 გაიხსენა:

დღეს, 12:34

"ოქროს ბურთს მხოლოდ მესი უნდა იღებდეს", - ლუისი

მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილმა მარცხენა მცველმა, ფილიპე ლუისმა, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 12:26

კლოპი: "ალექსანდრ-არნოლდს მხოლოდ ერთი ნაკლი გააჩნდა"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ისაუბრა თავისი შეგირდის, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის შესახებ:

დღეს, 12:05

რეალის 3 მთავარი სამიზნე ზაფხულისთვის

El Mundo Deportivo-მ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდისთვის მადრიდის "რეალის" სამი მთავარი სამიზნე დაასახელა.

დღეს, 11:49

რეალი თუ ბარსა? რუისისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ინტერესდებიან "ნაპოლის" ცენტრალური ნახევარმცველით, ფაბიან რუისით.

დღეს, 11:40

ბარსელონა და სევილია გაცვლაზე თანხმდებიან

Sport-ის თანახმად, "ბარსელონას" ცენტრალური ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის "სევილიაში" დაბრუნება გარდაუვალია.

დღეს, 11:31

მილანმა საინტერესო ბარტერი დაგეგმა

Express Sport Germany-ს თანახმად, "მილანი" ინტერესდება არა მხოლოდ "ლაიპციგის" სპორტული დირექტორით, არამედ კლუბის ფორვარდითაც.

დღეს, 11:21

სად გაიმართება ფერგიუსონისა და გეტჟის ბრძოლა?

როგორც მოგეხსენებათ, ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გაიმართება ტონი ფერგიუსონისა და ჯასტინ გეტჟის ბრძოლა.

დღეს, 11:13

შაქირი ახალ გუნდს უახლოვდება

Blick-ის ცნობით, "ლივერპულის" შემტევი, ჯერდან შაქირი ახალ გუნდს უახლოვდება.

დღეს, 11:04

5 გუნდი, რომელიც ჰაკიმის ხელში ჩაგდებას ცდილობს

AS-მა დაასახელა ხუთი გუნდი, რომელიც დორტმუნდის "ბორუსიას" მარჯვენა მცველის, აშრაფ ჰაკიმის ხელში ჩაგდებას ცდილობს.

დღეს, 10:44

"რეალს მოუხდებოდა", - კასილასმა ყოფილ კლუბს ფეხბურთელი ურჩია

მადრიდის "რეალის" ყოფილმა კაპიტანმა, ლეგენდარულმა იკერ კასილასმა "სამეფო კლუბს" ფეხბურთელი ურჩია:

დღეს, 10:24

"რეალში მილიარდი ევროს სანაცვლოდაც არ დავბრუნდებოდი", - ეტო'ო

მადრიდის "რეალის" ყოფილმა თავდამსხმელმა, სამუელ ეტოომ "სამეფო კლუბი" უარყოფითად კიდევ ერთხელ გაიხსენა:

დღეს, 10:16

გვარდიოლა იუვენტუსიდან ძველი შეგირდის გადმობირებას ეცდება

Corriere dello Sport-ის თანახმად, "მანჩესტერ სიტი" ტურინის "იუვენტუსის" ერთ-ერთი შემტევით დაინტერესდა.

დღეს, 10:05

Marca: რატომ არის რონალდუს რეალში დაბრუნება ცუდი იდეა?

Marca-ს ჟურნალისტმა, ხოსე ფელიქს დიასმა განმარტა, თუ რატომ არის კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის "რეალში" დაბრუნება ცუდი იდეა:

დღეს, 09:46

მორატი: "ვიცი, რომ ინტერს მესის გადაბირება უნდა"

მილანის "ინტერის" ყოფილი პრეზიდენტი მასიმო მორატი ამბობს, რომ "ინტერს" ლეო მესი სურს.

დღეს, 05:07

დიბალა: "ჩემი იუვენტუსში გადასვლის ისტორია გუშინდელივით მახსოვს"

არგენტინელი ფეხბურთელი პაულო დიბალა იმ მომენტს იხსენებს, როცა ტურინის "იუვენტუსში" გადავიდა.

დღეს, 05:04

მანემ კლოპი შეაქო: "მის ხელში დონე აგვიმაღლდა"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელს იურგენ კლოპს ამ გუნდის თავდამსხმელი სადიო მანე აქებს.

დღეს, 05:00

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10