ავტორიზაცია

ლივერპულის ლიდერს 3 კლუბი აკვირდება

ლივერპულის ლიდერს 3 კლუბი აკვირდება
თარიღი 19 Feb 2025, 17:01
ინგლისის პრემიერ ლიგის ლიდერ ლივერპულს თავის ლიდერების შენარჩუნებასთან პრობლემები აქვს. ინგლისური გრანდი შეიძლება სამმა ფეხბურთელმა დატოვოს. არ არის ახალი ამბავი, რომ ვირჯილ ვან დაიკს, ტრენტს ალექს-არნოლდს და მუჰამედ სალაჰს სეზონის ბოლოს კონტრაქტები ეწურებათ. 

სამივე მოთამაშის მიმართ ევროპის და აზიის ტოპ კლუბები იჩენენ ინტერესს. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლივერპულის დაცვის ლიდერს სამი კლუბი უკავშირდება: რეალი, იუვენტუსი და ბაიერნი. ინგლისური კლუბი არ კარგავს იმედს თავისი ლიდერების დასატოვებლად, მაგრამ თუ სამი ზემოთ ჩამოთვლილი მოთამაშე დატოვებს ენფილდს ეს დიდი დარტყმა იქნება არნე სლოტის გუნდისთვის. 

ვირჯილ ვან დაიკი უკვე ბევრი წელია, რაც ლივერპულის ლიდერად ითვლება და მისი წასვლა გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება. "წითლების" ხელმძღვანელობა არ კარგავს იმედს და ბოლომდე ეცდება, რომ თავისი ლიდერი ახალ კონტრაქტზე დაეთანხმოს.