"სახლში გამოკეტილი ვარ" | მსაჯი, რომელმაც ჯუდ ბელინგემი გააძევა

ხოსე ლუის მუნუერა მონტერომ - მსაჯმა, რომელმაც რეალ მადრიდისა და ოსასუნას მატჩში ჯუდ ბელინგემი მოედნიდან გააძევა - კომენტარი გააკეთა.
"ბელინგემისთვის წითელი ბარათის ჩვენების შემდეგ სახლში გამოკეტილი ვარ. ეს ძალიან რთული იყო. ჩემს 9 და-ძმასა და 80 წლის მამაზე ზეწოლას ახდენენ. დღეს ეკლესიაში წავედი. ეს ყველაფერი უკონტროლოა," — მუნუერა მონტერო.
მთავარმა არბიტრმა ინგლისელი ფეხბურთელი შეურაცხყოფის მიყენების გამო გააძევა, მაგრამ თავად ბელინგემი ირწმუნება, რომ მისი სიტყვები მსაჯისკენ მიმართული არ ყოფილა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ჯუდი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.