"ჯარიმა არაა 😂😂🤦🏾♂️" | ლამინ იამალმა დაზიანებული ფეხის ფოტო გამოაქვეყნა

ბარსელონამ ლა ლიგის 25-ე ტურში, გასვლაზე ლას პალმასი 2-0 დაამარცხა.

საკმაოდ რთულ შეხვედრაში ანგარიში 62-ე წუთზე გაიხსნა - ლამინ იამალის პასის შემდეგ, დანი ოლმომ უძლიერესი დარტყმით იასპერ სილესენს შანსი არ დაუტოვა. კომპენსირებულ დროში, რაფინიას შესანიშნავი ასისტით, ფერან ტორესმაც გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
აღნიშნული მატჩის შემდეგ, ბარსას ერთ-ერთმა ლიდერმა, ლამინ იამალმა მსაჯებზე უკმაყოფილება გამოხატა. 17 წლის ფეხბურთელმა Instagram-ზე დაზიანებული ფეხის ფოტო განათავსა, წარწერით: "ჯარიმა არაა! 😂😂🤦🏾♂️"