ავტორიზაცია

5-გოლიანი თრილერი და ქართველთა ასისტები | კვარასა და ჟორჟის შეფასებები დღევანდელ მატჩში

5-გოლიანი თრილერი და ქართველთა ასისტები | კვარასა და ჟორჟის შეფასებები დღევანდელ მატჩში
თარიღი 24 Feb 2025, 02:00
ლიგა 1-ის 23-ე ტურში ერთმანეთს ლიონი და პარი სენ-ჟერმენი დაუპირისპირდნენ. მაყურებელმა საოცრად დაძაბული მატჩი და 5 გოლი იხილა.

ქართველებს ერთმანეთის წინააღმდეგ არ უთამაშიათ, რადგან როცა გიორგი მიქაუტაძე მოედანზე შევიდა, ხვიჩა კვარაცხელია უკვე გასული იყო. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანმა ასისტი მიითვალა - ხვიჩამ საგოლე გადაცემა უსმან დემბელეს გაუკეთა, ჟორჟმა კი რაიან შერკის გაატანინა.

კვარაცხელიამ Sofascore-ისგან 8.6-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, მიქაუტაძემ კი - 7.8-ქულიანი.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.


პსჟ-ის მხრიდან აშრაფ ჰაკიმიმ (2) და უსმან დემბელემ გაიტანეს, ლიონიდან კი თავი რაიან შერკიმ და კორენტინ ტოლისომ გამოიჩინეს.

პარიზული გუნდი 23 ტურის შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ მარსელს 13 ქულით უსწრებს.

პარი სენ-ჟერმენი მომდევნო ტურში ლილს დაუპირისპირდება, ლიონი კი - ბრესტს.