ავტორიზაცია

ბარსელონა მანჩესტერ სიტის ფეხბურთელის წარმომადგენლებს შეხვდა

ბარსელონა მანჩესტერ სიტის ფეხბურთელის წარმომადგენლებს შეხვდა
თარიღი 26 Feb 2025, 12:32
მანჩესტერ "სიტის" გარემარბი ჯერემი დოკუ "ბარსელონას" ერთ-ერთ სატრანსფერო სამიზნედ რჩება. 

"ბლაუგრანას" ინტერესი ბელგიელის მიმართ არაერთხელ გამოხატა. როგორც El Nacional იტყობინება, 22 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლებმა უკვე გამართეს რამდენიმე შეხვედრა "ბარსელონას" ხელმძღვანელობასთან. 

მხარეებმა განიხილეს პოტენციური ტრანსფერი, რომელიც შესაძლოა მომავალ ზაფხულს განხორციელდეს. 

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა "ქალაქელების" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 24 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა.