ავტორიზაცია

როდრიმ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

როდრიმ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა
თარიღი 26 Feb 2025, 16:40
მანჩესტერ სიტის ფეხბურთელმა, როდრი ერნანდესმა ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა, ვის წინააღმდეგაც უთამაშია.

"ასეთი ორია. რა თქმა უნდა, ჩემთვის, საუკეთესო ფეხბურთელი და ყველაზე ძლიერი მეტოქე, ვის წინააღმდეგაც მითამაშია, ლეო მესია. მაგრამ, თუ კარიერის განმავლობაში ყველაზე რთული მოწინააღმდეგე უნდა დავასახელო, მოჰამედ სალაჰს ვიტყვი, რადგან ერთმანეთს ბევრჯერ დავუპირისპირდით - ყველამ იცის ის მეტოქეობა, რომელიც სიტისა და ლივერპულს აქვთ. მო ფანტასტიკური ფეხბურთელია და, როცა ფორმაშია, მისი შეჩერება ურთულესია," როდრი.

ესპანელს მესის წინააღმდეგ 8-ჯერ უთამაშია (1 მოგება, 2 ფრე და 5 წაგება), სალაჰის წინააღმდეგ კი - ცამეტჯერ (5 მოგება, 5 ფრე, 3 წაგება).