პარი სენ-ჟერმენმა სტად ბრიოშენი 7-0 გაანადგურა | ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება საფრანგეთის თასის მატჩში

პარი სენ-ჟერმენმა საფრანგეთის თასის 1/4-ფინალში მეოთხელიგელი სტად ბრიოშენი 7-0 გაანადგურა და ნახევარფინალში გავიდა.
ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 62 წუთი გაატარა. ქართველს არც გოლი გაუტანია და არც ასისტი გაუკეთებია. მან Sofascore-ისგან 7.8-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
პსჟ-ის მხრიდან გოლები ჟოაუ ნევეშმა, გონსალუ რამუშმა (3), დეზირე დუემ, სენი მაიულუმ და უსმან დემბელემ გაიტანეს.
ნახევარფინალში პარიზელთა მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.