ავტორიზაცია

ბაიერნმა იოზუა კიმიხს შეთავაზება გაუუქმა

ბაიერნმა იოზუა კიმიხს შეთავაზება გაუუქმა
თარიღი 27 Feb 2025, 18:32
კრისტიან ფალკის ინფორმაციით, ბაიერნმა ახალი კონტრაქტის თაობაზე იოზუა კიმიხისთვის გაკეთებული შეთავაზება უკან გაიწვია.

გერმანელ ფეხბურთელს მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისს ეწურება, რაც ნიშნავს, რომ თუ უახლოეს მომავალში არაფერი შეიცვლება, ის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და სატრანსფერო მარკეტზე ხელმისაწვდომი უფასოდ იქნება.

მაქსიმილიან კოხის ცნობით, ჯერჯერობით, კიმიხს სხვა კლუბებისგან შეთავაზება არ აქვს.

კიმიხი "რეკორდმაისტერში" 2015 წლიდან ასპარეზობს. მიუნხენურ გრანდში მისი სტატისტიკა ასეთია: 426 მატჩი, 43 გოლი, 114 ასისტი.