ავტორიზაცია

"როგორ შეიძლება, მამაჩემი რასისტი იყოს" | დროგბამ მოურინიო დაიცვა

"როგორ შეიძლება, მამაჩემი რასისტი იყოს" | დროგბამ მოურინიო დაიცვა
თარიღი 27 Feb 2025, 19:22
ფენერბაჰჩეს მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, გალათასარაისთან მატჩის შემდეგ, რასიზმში დაადანაშაულეს.

გალა ირწმუნება, რომ შეხვედრის შემდეგ, პორტუგალიელმა სპეციალისტმა მათ სათადარიგო სკამზე შემდეგი სიტყვები თქვა: "მაიმუნებივით დახტოდნენ".

ამ თემას, ჟოზეს ყოფილი შეგირდი და გალას ყოფილი ფეხბურთელი, დიდიე დროგბა გამოეხმაურა და ის დაიცვა.

"ძვირფასო გალათასარაი... თქვენ იცით, როგორი ამაყი ვიყავი, რომ ყვითელ-წითელ მაისურს ვატარებდი. ასევე, იცით, როგორ მიყვარს თურქეთის ყველაზე წარმატებული კლუბი.

ყველამ ვიცით ის ვნება და დაძაბულობა, რაც მეტოქეობას თან ახლავს - იღბლიანი ვარ, რომ ეს გამოვცადე.

ჟოზე მოურინიოზე გაკეთებული ბოლოდროინდელი კომენტარები ვნახე. მას 25 წელია ვიცნობ და მენდეთ, რასისტი არაა, რასაც ისტორია ამტკიცებს.

მოდით, მატჩებზე ვფოკუსირდეთ, ჩვენს ლომებს მხარი დავუჭიროთ და ჩემპიონატი მოვიგოთ, რათა გერბზე მე-5 ვარსკვლავი დავიტანოთ.

როგორ შეიძლება, მამაჩემი რასისტი იყოს... კარგი რა, ბიჭებო,"
 — დიდიე დროგბა.