VIDEO: ბლიცი რაფაელ ვარანთან

გთავაზობთ The Athletic-ის ბლიცინტერვიუს, ცნობილ ვეტერანი ფეხბურთელთან, რაფაელ ვარანთან.
- საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთანაც გითამაშია?
- კრიშტიანუ რონალდუ.
- შენი უძლიერესი მხარე?
- თამაშის წაკითხვა.
- მწვრთნელი, რომელმაც ყველაზე მეტად განგავითარა?
- ზინედინ ზიდანი.
- ურთულესი მომენტი კარიერაში?
- 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი.
- საუკეთესო მეგობარი ფეხბურთში?
- ბრუნო ფერნანდეში.
- ფავორიტი მომენტი რეალ მადრიდში?
- 2014 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება.
- საუკეთესო ფეხბურთელი, რომლის წინააღმდეგაც გითამაშია?
- ლიონელ მესი.
- მოედანზე როდის ხარ უბედნიერესი?
- როცა ვიგებ.