"ჩვენი მიზანი პრემიერ ლიგის მოგებაა" | რუბენ ამორიმი

ფულემთან წაგებისა და FA თასიდან გამოვარდნის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"ჩვენი მიზანი პრემიერ ლიგის მოგებაა. შესაძლოა, ეს ჩემთან ერთად არ მოხდეს, მაგრამ კლუბის გრძელვადიანი გეგმა ასეთია. არ ვიცი, ეს როდის მოხდება, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს - ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ.
ვიცით, რომ რთულ სიტუაციაში ვართ. არ ვამბობ, რომ წელს ჩემპიონები გავხდებით ან მომავალ სეზონში მთავარი კონტენდერი ვიქნებით. ყველამ ყველაფერი იცის. გულუბრყვილო არ ვარ, სწორედ ამიტომ ვარ 40 წლისა მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელი. გვინდა, ამ გუნდს ისეთი წარმატებები მოვუტანოთ, როგორიც წარსულში ჰქონდა," — რუბენ ამორიმი.
პორტუგალიელმა "წითელი ეშმაკები" შუა სეზონში, ერიკ ტენ ჰაგისგან გადაიბარა. მისი გუნდი ინგლისის ჩემპიონატში მე-14 ადგილს იკავებს.