ავტორიზაცია

პსჟ 0-1 ლივერპული | ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება

პსჟ 0-1 ლივერპული | ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება
თარიღი 06 Mar 2025, 02:16
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში პარი სენ-ჟერმენი ლივერპულთან 0-1 დამარცხდა. პარკ დე პრენსზე ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე ჰარვი ელიოტმა გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 78 წუთი გაატარა და კარგი მატჩი ჰქონდა. ქართველმა გოლიც გაიტანა, მაგრამ VAR-ზე გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის მცირე თამაშგარეში იყო. კვარამ Sofascore-ისგან 7.8-ქულიანი შეფასება მიიღო.

პსჟ-სა და ლივერპულს შორის განმეორებითი მატჩი 11 მარტს, ენფილდზე გაიმართება.


სხვა მატჩების შედეგები:

ფეინოორდი 0-2 ინტერი

ბაიერნი 3-0 ლევერკუზენი

ბენფიკა 0-1 ბარსელონა